აირღუმელში გამომცხვარი ბოშური კატლეტი: ფარშში დამატებული პომიდორი ორიგინალურ გემოს აძლევს

81

უგემრიელესი კატლეტი, რომლის არომატი და ორიგინაური გემო არასოდეს დაგავიწყდებათ.

ინგრედიენტები:

საქონლის ფარში- 700 გრ.

ხახვი – 3 ცალი;

რძე- 150 გრ.

ნახევარი “ბატონის”  პური;

პომიდორი- 3 ცალი;

რძე- 150 მლ.

ნიორი- 2 კბილი;

ქინძი- 0,5 კონა;

ოხრახუში- 0,5 კონა;

მარილი- 1 ჩ.კ.

მცენარეული ზეთი- 2 ს.კ.

მომზადების წესი:

პურის ნატეხები დაალბეთ თბილ  რძეში.

2

ხახვი, ნიორი და დამლბალი პური დააბლენდერეთ (შეიძლება ხელით მორევა) და მოაყარეთ მარილი.

3

პომიდორს მოაცალეთ კანი.

4

ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაბლენდერებული პური, დაქუცმაცებული პომიდორი და კარგად მოურიეთ, ხოლო შემდეგ გააკეთეთ კატლეტის ფორმები.

5

კატლეტი გაანაწილეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 30- 35 წუთის განმავლობაში.

6

ამ რეცეპტით მომზადებული კატლეტი გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი.

7

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი