მადისაღმძვრელი კექსი მშრალი ხილით (ეს მარტივია)

35

ინგრედიენტები:

მშრალი ხილი- 300- 400 გრ. შეიძლება გამოიყენოთ გარგარის ჩირი, 2 სახეობის ქიშმიში, ქლიავის ჩირი, მოცვი და ნიგოზი.

კვერცხი- 2 ცალი;

ყავისფერი შაქარი- 6 ს.კ.

ფქვილი- 6 ს.კ.

საფუარი- 1/2 ჩ.კ. (ან ძმარში გარეული სოდა).

მომზადების წესი:

გამომშრალი გარგარი და შავი ქლიავი დააქუცმაცეთ, აურიეთ ნიგოზს და დანარჩენ მშრალ ხილს.

კვერცხი ათქვიფეთ და დაუმატეთ გამომშრალი ხილი, შაქარი, ფქვილი, საფუარი და კარგად აურიეთ.

კექსი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 45 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი