სახლში მომზადებული საშუალება, რომელიც კანიდან შავ წერტილებს მოგაშორებთ: დაგჭირდებათ კბილის პასტა და მარილი

285

შავი წერტილები სახეზე- ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. მისი წარმოქმნის არაერთი მიზეზი არსებობს, თუმცა ყველა შემთხვევაში არასასიამოვნო სანახავია.

როგორ უნდა მოამზადოთ სუპერ- საშუალება სახლის პირობებში, რომლის ძირითადი ინგრედიენტები კბილის პასტა და მარილია.

ამისათვის დაგჭირდებათ:

მარილი;

კბილის პასტა;

სახის დამატენიანებელი კრემი;

ყინულის ნატეხი ან ძალიან ცივი წყალი.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ სამკურნალო ნიღაბი:

პატარა შუშის თასში ჩაასხით ნახევარი კბილის პასტა, დაუმატეთ 2 -ჯერ ნაკლები მარილი და კარგად მოურიეთ.

თუ კანი მშრალია, პროცედურის დაწყებამდე წაისვით დამატენიანებელი, იმ ადგილებზე, სადაც შავი წერტილებია, ხოლო შემდეგ სქელ ფენად წაისვით კბილის პასტის და მარილის ნარევი.

ნიღაბი გაიჩერეთ სრულ გამოშრობამდე, ხოლო შემდეგ მოიშორეთ სუფთა პირსახოცით და კანი დაიმასაჟეთ. იმისათვის, რომ გახსნილი ფორები შეიკრას, რამდენიმე წუთის განმავლობაში კანზე დაიდეთ ქაღალდში ან ნაჭერში გახვეული ყინული.

შენიშვნა: პროცედურის შემდეგ შესაძლოა კანი გაწითლდეს, თუმცა ეს ნორმალური პროცესია. მშრალი კანის შემთხვევაში  გამოიყენეთ მკვებავი კრემი.

კომენტარი