ბრინჯის ბურთულები-  უგემრიელესი დესერტი

121

ინგრედიენტები:

ბრინჯი- 200 გრ.

ნაღები- 150 მლ.

მაგარი ყველი-100 გრ.

მწვანილი-  1კონა;

კვერცხი- 2 ცალი;

ფქვილი;

საფანელი.

მომზადების წესი:

ნაღები გაათბეთ და შეურიეთ გახეხილ ყველს. მასას მოურიეთ, სანამ ყველი არ გადნება, ხოლო შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი, მწვანილი და გააგრძელეთ მორევა.

მიღებული ბრინჯის ნარევი გადაიტანეთ სასურველ ფორმაში,  დაპრესეთ და მაცივარში მოათავსეთ, რათა კარგად გაცივდეს.

გაციებული ბრინჯის ნარევისგან მოამზადეთ ბურთულები. სანამ მას შეწვავთ, ყველა ბურთულა ამოავლეთ თავიდან ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში.

ბრინჯის დესერტი შებრაწეთ ყველა მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი