დესერტი, რომლის მომზადებისთვის მხოლოდ 30 წუთია საჭირო- მარტივია!

282

თუ დესერტი სწრაფად უნდა მოამზადოთ, ეს რეცეპტი გამოგადგებათ!

ინგრედიენტები:
– 500 გ ფქვილი
– 175 გ შაქარი
– 2 ჭიქა კეფირი
– 2 ს/კ მცენარეული ზეთი
– 1 ჩ/კ სოდა (სოდას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაასხით)
– დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. კრემის კონსისტენციამდე ათქვიფეთ კეფირი, ზეთი და 125 გ შაქარი.

2. დაამატეთ სოდა, ფქვილი და მოზილეთ ცომი. 

3. ცომი გააბრტყელეთ, გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე, ჟარონაზე. ცომს დარჩენილი შაქარი და დარიჩინი მოაყარეთ.

4. გამოაცხვეთ დესერტი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. 

5. მზა დესერტი პორციულ ნაჭრებად დაჭერით. 

კომენტარი