უგემრიელესი კერძი სადღესასწაულო სუფრისთვის- მარტივი რეცეპტია

236

თუ სტუმრებს ელოდებით და არ იცით რა მოამზადოთ, ეს რეცეპტი გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:
– 200 მლ რძე
– 20 გ პური
– 500 გ საქონლის ფარში
– 80 გ ყველი
– 1 კვერცხი
– 50 გ ტყის თხილი
– 200 მლ ხორცის ბულიონი
– 80 მლ თეთრი მშრალი ღვინო
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 150 გ ხორბლის ფქვილი
– 5 ს/კ მზესუმზირის ზეთი  

მომზადების წესი:
1. დაასველეთ პური 100 მლ რძეში და ის ფარშს შეურიეთ. დაამატეთ კარგად დაქუცმაცებული თხილი, კვერცხი, 30 გ გახეხილი ყველი, მარილი და შავი პილპილი. ინგრედიენტებს მოურიეთ. 

2. ფარშს ბურთულების ფორმა მიეცით, ფქვილში ამოავლეთ და შეწვით ტაფაში, ზეთში. შემწვარი ხორცი ღრმა ქვაბში გადაიტანეთ და ხორცის ბულიონი დაასხით. ბულიონი აადუღეთ, ქვაბს თავსახური დააფარეთ და მოამზადეთ ხორცი 10 წუთის განმავლობაში. 

3. მოამზადეთ ყველის სოუსი. აადუღეთ 100 მლ რძე, დაამატეთ 50 გ გახეხილი ყველი, მასას ღვინო შეურიეთ და მოხარშეთ სოუსი 5-7 წუთის განმავლობაში. მომზადების პროცესის დასრულებისას დაამატეთ მარილი და შავი პილპილი. 

უგემრიელესი კერძი მზადაა!

კომენტარი