კომბოსტოს უგემრიელესი სალათა ზამთრისთვის

9546

ინგრედიენტები:

თეთრი კომბოსტო- 5 კგ.

სტაფილო- 1 კგ.

ხახვი- 1 კგ.

წითელი ბულგარული წიწაკა- 1 კგ.

შაქარი- 350 გრ.

მარილი- 4 ს.კ. (სავსე კოვზი);

ძმარი 9%- 0,5 ლ.

მცენარეული ზეთი- 0,5 ლ.

მომზადების წესი:

კომბოსტო, ხახვი, ბულგარული დაჭერით, ხოლო სტაფილო გახეხეთ. ინგრედიენტებს დაუმატეთ შაქარი, მარილი, ძმარი, მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ.

კომბოსტოს სალათა მჭიდროდ მოათავსეთ შუშის ქილებში. 3 დღის შემდეგ  დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. ის დიდი ხნის განმავლობაში არ დაკარგავს სასიამოვნო გემოს და არომატს.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი