სასარგებლო ბლინის ტორტი ხაჭოთი და ჭარხლით: გემრიელი დესერტი სადღესასწაულო სუფრისთვის

71

უგემრიელესი და სასარგებლო ტორტის რეცეპტი, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის.

ინგრედიენტები:

კვერცხი- 2 ცალი;

ბრინჯის ფქვილი- 75 გრ.

სიმინდის ფქვილი- 75 გრ.

წყალი- 250 გრ.

რძე- 250 გრ.

ჭარხალი- 30 გრ.

იოგურტი- 170 გრ.

მაწონი- 50 გრ.

შოკოლადი- 10 გრ.

შაქრის შემცვლელი- გემოვნებით;

ქოქოსის ფანტელი.

მომზადების წესი:

ჭარხალი გახეხეთ და დაასხით მდუღარე წყალი. შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ რძე, ეტაპობრივად უმატეთ ფქვილი. არ შეაჩეროთ თქვეფა. ბოლოს დაუმატეთ ჭარხლის წვენი და მოურიეთ ერთი მასის მიღებამდე.

ბლინები გამოაცხვეთ ტაფაზე ზეთის გარეშე და მოათავსეთ გასაგრილებლად.

მოამზადეთ კრემი: ხაჭო, მაწონი, იოგურტი და შაქრის შემცვლელი აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ ერთი მასა.

გააკეთეთ ტორტის ფორმა: ბლინები დააწყვეთ ერთმანეთზე და ყოველ ფენას წაუსვით კრემი. გამზადებული ტორტი რამდენიმე წუთის განმავლობაში მოათავსეთ მაცივარში. სუფრასთან მიტანამდე ბლინის ტორტი ზემოდან გააფორმეთ გამდნარი შოკოლადით და ქოქოსის ფანტელით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი