დიეტური სალათა: წიწიბურა, სტაფილო და ქათმის ფილე

353

ინგრედიენტები:

წიწიბურა- 200 გრ.

ქათმის ფილე- 200 გრ.

მარილი- 1 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი- 3 ს.კ.

დიდი ზომის სტაფილო-1 ცალი;

ნიახური- გემოვნებით;

დაქუცმაცებული ნიორი- 1 ჩ.კ.

პილპილი- ¼ ჩ.კ.

ლიმონის წვენი- 1 ს.კ.

ქორფა ოხრახუში კერძის გასაფორმებლად.

მომზადების წესი:

1.წიწიბურა მოხარშეთ და დაუმატეთ მარილი.

2.ქვაბში მოათავსეთ 1 ს.კ. კარაქი და გაალღვეთ, მას დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური, დაქუცმაცებული ნიორი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.

3.ბოსტნეული მოთუშეთ 4-5 წუთის განმავლობაში (სანამ არ დარბილდება).

4.გამზადებული ბოსტნეული გადაიტანეთ სასალათე თასში, დაუმატეთ წიწიბურა და დაჭრილი ქათმის ფილე. ასევე დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და შავი პილპილი. კარგად მოურიეთ და გააფორმეთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი