ფრანგული სტილის საიდუმლო- პარიზული შიკი გარდერობში

274

მრავალი საუკუნეების მანძილზე საფრანგეთი ითვლებოდა მოდის კანონმდებლად და ამიტომ, ფრანგული სტილი ტანსაცმელში ძალიან პოპულარულია. პარიზში არ ითვალისწინებენ მოდის ტენდენციებს, მათ ქმნიან! ფრანგი ქალების სტილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არ არის აუცილებელი ჩაიცვათ მოკლე ტოპი, ან შორტები იმისთვის, რომ მიმზიდველი იყოთ. 

ფრანგული სტილი გულისხმობს სიმარტივეს და სილუეტის ელეგანტურობას, მშვიდ, თბილ ფერებს და ქსოვილის მაღალ ხარისხს. ხშირად ეს კლასიკაა, რომელიც გემოვნების ანარეკლადაც ითვლება. 

ეს არ არის გლამური და პათოსი- ყველაფერი მაქსიმალურად ლაკონიურია. საბოლოოდ, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ გოგონამ უბრალოდ გააღო კარადა და დაუფიქრებლად შეარჩია კომპლექტი. 

აქსესუარების მინიმუმი- აქცენტი კეთდება შარფებზე, სათვალეზე, ქუდებზე.

მიაქციეთ ყურადღება ფერების გრადიენტულ გადასვლას. 

ფრანგული სტილის საიდუმლო არის ელეგანტურობის და ორიგინალურობის შეხამება. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში!

კომენტარი