ტორტი ზეფირით ცხობის გარეშე- იდეალური დესერტია

143

ინგრედიენტები:
– 6 ც. ორცხობილა
– 1 კგ ზეფირი
– 300 გ ნაღების კარაქი
– 1,5 ჭიქა შაქარი
– 2 კვერცხი
– 1 ჭიქა რძე
– ნიგოზი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ქვაბში კარგად ათქვიფეთ 2 კვერცხი და შაქარი, დაამატეთ რძე და ნარევი ნელ ცეცხლზე დადგით. მოხარშეთ კრემი გასქელებამდე (არ აადუღოთ. მომზადების პროცესის დროს კრემს მოურიეთ). 

2. კრემს გაცივება აცადეთ, დაამატეთ რბილი ნაღების კარაქი და ინგრედიენტები კარგად ათქვიფეთ მიქსერით. 

3. ზეფირი 3 ნაწილად დაჭერით, ხოლო ორცხობილა ბლენდერში დააქუცმაცეთ. 

4. დიდ თეფშზე ზეფირი გადაიტანეთ, მას კრემი წაუსვით და დაქუცმაცებული ორცხობილა მოაყარეთ. ფენები რამდენიმეჯერ გაიმეორეთ. დააქუცმაცეთ ნიგოზი და მზა ტორტს მოაყარეთ. ჩადეთ დესერტი მაცივარში 12 საათით. 

კომენტარი