იდეალური საუზმე მთელი ოჯახისთვის

423

ინგრედიენტები:
– 500 გ ხაჭო
– 150 გ ხორბლის ფქვილი
– 2 ს/კ შაქარი
– 1 მწიკვი მარილი
– 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
– 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 1 კვერცხი

მომზადების წესი:
1. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, მარილი და ვანილის შაქარი. ხაჭო კარგად დაჭყლიტეთ ჩანგლით, მას კვერცხის ნარევი დაუმატეთ.
2. ფქვილს გამაფხვიერებელი შეურიეთ და ხაჭოს მასას დაუმატეთ (ფქვილის გაცრა აუცილებელია).
3. მოზილეთ ცომი, 10 წუთით დატოვეთ, მასას ალადების ფორმა მიეცით, ფქვილში ამოავლეთ და დაიწყეთ მომზადება საშუალო ცეცხლზე. როდესაც ხაჭოს ალადებს მეორე მხარეს გადმოაბრუნებთ, ტაფას თავსახური დააფარეთ და შეწვით მომზადებამდე დაბალ ცეცხლზე.

კომენტარი