თევზის ფილეს დაბალკალორიული სალათა

115

ინგრედიენტები:

თეთრი თევზის ფილე- 250 გრ.

პომიდორი- 2 ცალი;

კარტოფილი- 1 ცალი;

მწვანე ხახვი- 1 პატარა კონა;

სალათის ფურცლები- 1 კონა;

კვერცხი- 2 ცალი;

მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი:

თევზის ფილე მოხარშეთ და ჩანგლით დააქუცმაცეთ.

კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად.

კარტოფილი მოხარშეთ და დაჭერით კუბიკებად.

პომიდორს მოაშორეთ კანი და დააბლენდერეთ, ხოლო მწვანილი დაჭერით.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთ ჯამში და ზემოდან მოასხით მცენარეული ზეთი.

100 გრამი სალათა შეიცავს 140 კალორიას.

კომენტარი