უგემრიელესი კერძი სოკოთი- ძალიან მარტივი რეცეპტია

494

ინგრედიენტები:
– 500 გ შამპინიონები
– 3 კბილი ნიორი
– 1 კონა ოხრახუში
– 2 ს/კ ძმარი ბალზამიკო
– 2 ს/კ სოიოს სოუსი
– 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 1 ჩ/კ ბეგქონდარა 
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 1 მწიკვი წიწაკა ჩილი

მომზადების წესი:
ტაფაში ზეთი გააცხელეთ და ოდნავ შეწვით დაქუცმაცებული ნიორი. დაამატეთ ასევე წიწაკა ჩილი. გარეცხეთ, გაასუფთავეთ სოკო და ტაფაში გადაიტანეთ. დაამატეთ ძმარი, სოიოს სოუსი და ბეგქონდარა. ინგრედიენტებს მოურიეთ, დაამატეთ შავი პილპილი, მარილი და მოშუშეთ ინგრედიენტები კიდევ 10 წუთის განმავლობაში. მზა კერძს დაქუცმაცებული მწვანილი მოაყარეთ.

კომენტარი