თავის ტკივილი უკვალოდ გაივლის, თუ 3 ინგრედიენტისგან შემდგარ ნარევს მიიღებთ

161

თავის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადახვა მიზეზით, თუ ამ პრობლემას მუდმივად უჩივით აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

თავის ტკივილი, როგორც მცირე, ისე შეიძლება გაუსაძლისი გახდეს. ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენგანი მივმართავთ სხვადახვა მედიკამენტებს, თუმცა შეგიძლიათ მოამზადოთ ხალხური საშუალება, რომელსაც უკუჩვენებები არ გააჩნია და პრობლემას ეფექტურად უმკლავდება.

ამისათვის დაგჭირდებათ:

თაფლი- 2,5 პატარა ჭიქა;

ნიორი- 10 კბილი;

შავი პილპილი- რამდენიმე მარცვალი.

მომზადების და მიღების წესი:

გაწმენდილი ნიორი მოათავსეთ შუშის ქილაში და ზემოდან დაასხით თაფლი. ნიორი უნდა მოექცეს თაფლის ზემოდან. მიღებულ ნარევს დაუმატეთ პილპილის მარცვლები. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და 5 დღე დატოვეთ გრილ ადგილას.

ნარევი მიიღეთ ყოველ დღე 1 ჩ.კ. და თქვენ გათავისუფლდებით არა მარტო თავის ტკივილისგან, არამედ მაღალი არტერიული წნევისგან. ასევე, გაგიუმჯობესდებათ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა.

კომენტარი