სალათა კარტოფილით და ზეთისხილით

42

ინგრედიენტები:
– 4 ც. კარტოფილი
– 300 გ ზეთისხილი კურკების გარეშე
– 1 კონა მწვანილი
– 1 ც. ხახვი
– 1 ს/კ ლიმონის წვენი
– 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: 
1. კარტოფილი გარეცხეთ და ფოლგაში შეახვიეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 °С-მდე და მოამზადეთ კარტოფილი 40 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, მას გაცივება აცადეთ, გაფცქვენით და დაჭყლიტეთ ჩანგლით.  

2. გაფცქვენით ხახვი და მრგვალად დაჭერით. კარტოფილს დაქუცმაცებული ოხრახუში, ხახვი, მარილი და შავი პილპილი შეურიეთ. დაამატეთ ზეთი და ლიმონის წვენი. გააფორმეთ სალათა მრგვალად დაჭრილი ზეთისხილით და ჩადეთ მაცივარში 1 საათით. 

კომენტარი