როგორ უმკურნალოთ სახსრების ტკივილს “ნივრის კარაქით”, რომლის დამზადებას თავადაც მარტივად შეძლებთ?

82

სახსრების ტკივილმა შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი შეაწუხოს. ამის წინააღმდეგ არაერთი ხალხური საშუალება არსებობს. მათ შორის არის, მომდევნო რეცეპტი, რომელიც ბევრჯერ ნაცადი და ეფექტურია. ნატურალური ნარევი სულ რაღაც 2 ინგრედიენტისგან შედგება- ნიორი და მცენარეული ზეთი.

როგორ მოვამზადოთ ნივრის ნაყენი?

400 გრამი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას დაასხით მცენარეული ზეთი (უკეთესია არა რაფინირებული).

ნივრის ნარევი გააჩერეთ ორი კვირის განმავლობაში და ყოველდღიურად მოურიეთ.

პერიოდის გასვლის შემდეგ აიღეთ მარლა, დაკეცეთ 3 ფენად და მისი დახმარებით გაფილტრეთ ნარევი. შედეგად თქვენ მიიღებთ ე.წ. “ნივრის კარაქს”. სწორედ ეს ნაყენი უნდა გამოიყენოთ სახსრების ტკივილისას.

მკურნალობის მეთოდი ძალიან მარტივია- ნივრის ნაყენი წაისვით მტკივნეულ ადგილებზე და მის გარშემო, ხოლო შემდეგ შეიხვიეთ თბილის ქსოვილით. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე 2 კვირის განმავლობაში.

რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნევთ, რომ სახსრების ტკივილმა საგრძნობლად იკლო. ნივრის დახმარებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

კომენტარი