თრომბის წინასწარი ნიშნები, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება

180

ყოველ ჯერზე, როდესაც ზიანდება კანი და ჭრილობიდან სისხლი მოედინება, გარკვეული დროის შემდეგ ის იწყებს შედედებას და წარმოიქმნება დამცავი ფენა, მაგრამ, თუ სისხლი სისხლძარღვებში შედედდა (სხვანაირად თრომბის წარმოქმნა), ამან შესაძლოა ადამიანი ცუდ შედეგამდე მიიყვანოს.

თრომბის წარმოქმნის ნიშნები:

კიდურების შეშუპება– მსგავსი ნიშანი შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლის მიმოქცევის შესუსტებით და შეფერხებით. მსგავსი დაბრკოლება იწვევს თრომბს.

ტკივილის შეგრძნება კიდურებში– ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ერთი ნიუანსი- ტკივილის შეგრძნება უნდა იყოს მსუბუქი და მწველი. მსგავსი სიმპტომი შესაძლოა გამოწვეული იყოს თრომბით.

ვენების მიდამოებში ვითარდება სიწითლე– მკვეთრი წითელი ზოლები, რომლებიც განლაგებულია ვენებზე, შესაძლოა თრომბის მანიშნებელი აღმოჩნდეს. ამიტომ, სასურველია მიმართოთ ექიმს.

მკერდის ტკივილი და ხველა- ფილტვის თრომბი  მეტად ყურადსაღებია. თუ ვირუსი არ გქონიათ, მაგრამ გაქვთ ხველა და სუნთქვის პრობლემა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

კომენტარი