პროდუქტების კომბინაცია, რომლებიც მაღალ არტერიულ წნევას არეგულირებს (რამდენიმე ვარიანტი)

109

სცადეთ ამ რეცეპტების დახმარებით მაღალი არტერიული წნევის დარეგულირება.

გოგრა და ლიმონი

2 ლიმონი, 1 კგ. გოგრა, 1 კგ. შაქარი.

გოგრის რბილობი და ლიმონის კანი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე, დაუმატეთ შაქარი, აურიეთ ერთი მასის მიღებამდე და შეინახეთ მაცივარში. ნარევი მიიღეთ ძილის წინ 1 ს.კ.

შენიშვნა: შაქრის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი.

ნიორი და ვაშლის ძმარი

1 კბილი  დაქუცმაცებული ნიორი, 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და 200 მლ. წყალი. ამ ინგრედიენტების ნარევი დალიეთ ყოველ დილით უზმოზე.

ჭარხალი და თაფლი

200 გრ. თაფლი, 300 გრ. ჭარხლის წვენი.

ჭარხლის წვენს დაუმატეთ თხევადი თაფლი და კარგად მოურიეთ. ნარევი მიირთვით  დღეში  2-4-ჯერ, საკვების მიღების წინ.

კომენტარი