კარტოფილი ბეკონში გემრიელი სოუსით- მარტივი რეცეპტია

77

საჭირო ინგრედიენტები:
– 8 ც. კარტოფილი
– 300 გ ბეკონი
– 25 გ ნაღების კარაქი
– 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 1 ს/კ ხორბლის ფქვილი
– 250 მლ ხორცის ბულიონი
– 100 მლ არაჟანი
– 2 ს/კ ლიმონის წვენი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. კარტოფილი გარეცხეთ, მოხარშეთ, გაცივება აცადეთ და გაფცქვენით. ბეკონი თხელ ხაზებად დაჭერით. ყოველი კარტოფილი ბეკონის ორ ნაჭერში შეახვიეთ და გადაიტანეთ ცხობის ფორმაში (ფორმას წინასწარ მცენარეული ზეთი წაუსვით).

2. გამოაცხვეთ კარტოფილი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. ამ დროს მოამზადეთ სოუსი: გაალღვეთ ნაღების კარაქი, დაამატეთ ფქვილი, ბულიონი და აადუღეთ. სოუსი ცეცხლიდან გადმოდგით, დაამატეთ არაჟანი, ლიმონის წვენი, მარილი და შავი პილპილი. კარტოფილი ღუმელიდან ამოიღეთ, სოუსი დაასხით და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 15 წუთით. 

კომენტარი