ჟელატინის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

140

ნიღბის სხვადასხვა რეცეპტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნიღაბი ჟელატინისგან მზადდება, რომელიც სახის კანს ატენიანებს, ამკვრივებს და მიმიკური ნაოჭებისგან ათავისუფლებს.

მისი მომზადებისთვის დაგჭირდებათ:

მდუღარე წყალი- 2 ს.კ.

ჟელატინი- 1 ჩ.კ.

ბანანის პიურე- 2 ჩ.კ.

მომზადების და მიღების წესი:

ჟელატინს დაამატეთ მდუღარე და დაელოდეთ გაფუებას, ხოლო შემდეგ დაამატეთ ბანანის პიურე და კარგად მოურიეთ. მიღებული ნიღაბი წაისვით კარგად გაწმენდილ სახეზე. ასევე,  ყელზე და დეკოლტეს მიდამოებში (მოარიდეთ თვალის მიდამოებს).

ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთი. ბოლოს კი მოიშორეთ თბილი წყლით მასაჟის მოძრაობებით.

კომენტარი