მარტივად მოსამზადებელი ხელის ნიღაბი,  რომელიც მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს და გაგათავისუფლებთ ნაოჭებისგან

89

ხელის კანი ადამიანის ასაკს მარტივად გასცემს, ამიტომ მისი მოვლა მნიშვნელოვანია. აუცილებელი არ არის, შეიძინოთ ძვირადღირებული კრემები იმისათვის, რომ კანი ფაფუკი და ნაზი გახდეს. ამას სახლში დამზადებული ეფექტური ნიღბითაც შეძლებთ.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ხელის ნიღაბი?

1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 2 ს.კ. მარილი და მიღებულ ნარევში 10 წუთის განმავლობაში მოათავსეთ ხელები.

დროის გასვლის შემდეგ ხელი არ გაიწმინდოთ, უბრალოდ ხელსახოცით მსუბუქად შეიშრეთ და წაისვით შემდეგი რეცეპტით დამზადებული ნიღაბი:

1  კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. მცენარეული ზეთი. მიღებული ნარევი წაისვით ხელზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

ეფექტი საოცარია: ხელის კანი დარბილდება, გახდება ელასტიური, ხოლო ნაოჭები 3-4 პროცედურის შემდეგ გაქრება.

კომენტარი