რა უნდა გავაკეთოთ, რომ მხედველობის პრობლემები არ შეგვექმნას?

92

დღეს ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ. ადამიანების უმეტესობა მუშაობის თუ დასვენების დროს გვერდს ვერ აუვლით სმარტფონებთან თუ კომპიუტერებთან კონტაქტს, რის შედეგადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, მხედველობის პრობლემა იქმნება.

მიუხედავად ასაკისა, ყველა ადამიანმა უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია გავითვალისწინოთ ოფთალმოლოგების შემდეგი რჩევები:

1.თუ კომპიუტერთან დიდ ხნის განმავლობაში გიწევთ ყოფნა, გამოიყენეთ დამცავი სათვალე და მიიღეთ თვალის სპეციალური წვეთები, რომელიც თვალის გარსს გამოშრობისგან დაიცავს.

2.ყოველ 3 საათში ერთხელ 1 წუთით დახუჭეთ თვალები, რათა დაასვენოთ.

3.ხშირად დალიეთ სტაფილოს წვენი.

4.თუ ლინზებს იყენებთ- გააკეთეთ შესვენება და მოიხსენით ისინი რამოდენიმე საათი.

5. ყოველდღე გაიკეთეთ თვალის მასაჟი.

6.დილის და საღამოს დაბანის პროცედურების დროს თვალები დაიბანეთ თბილი წყლით.

7.ძილის წინ, 2 საათით ადრე კომპიუტერთან ყოფნა არ არის რეკომენდირებული.

8.ყოველ დღე, ერთი წუთის განმავლობაში კონცენტრირება მოახდინეთ ერთ წერტილზე.  თუ თვალები გეტკინათ ან გაღიზიანდა, შეეცადეთ ცოტა იტიროთ (ცრემლის გამოყოფის მიზნით) და რამდენიმე წუთი დახუჭეთ თვალები.

9.გააკეთეთ მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიშები ყოველ დღე: სინქრონულად 6- ჯერ თვალების ხამხამი- ნელი მოძრაობით მარჯვნივ და მარცხნივ გახედვა. ამ დროს ეცადეთ დააკვირდეთ ნივთებს. ასევე ზევით და ქვევით გაიმეორეთ იგივე ნაირად, შემდეგ 5-6 წამის განმავლობაში დახუჭეთ თვალები ისე, რომ ძალა დაატანოთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ.  (იხ. მომდევნო ფოტოები).

2 3

4 5

6

კომენტარი