ტაილანდური რეცეპტით მომზადებული ხორცი- შეუძლებელია ვინმე გულგრილი დატოვოს

133

ტაილანდურად მომზადებული ხორცი გავრცელებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაციონალური კერძი.

ინგრედიენტები:

ხორცი;

ტკბილი წიწაკა;

რძე;

სოიოს სოუსი;

კარის სუნელი;

მარილი- გემოვნებით;

ზეთი – შესაწველად;

მომზადების წესი:

ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ტკბილი წიწაკა დაჭერით სასურველ ზომაზე.

ხორცი შეწვით ცხიმში, ხოლო შემდეგ თავისივე გამოყოფილ წვენში მოთუშეთ. როგორც კი სითხე აორთქლდება, დაასხით რძე და გააგრძელეთ მომზადება დაბალ ცეცხლზე, სანამ რძეც არ აორთქლდება.

ხორცს დაამატეთ პილპილი და მოთუშეთ კიდევ 10 წუთი, ხოლო შემდეგ დაუმატეთ კარის სუნელი, სოიოს სოუსი და მარილი.

რამდენიმე წუთი კიდევ მოთუშეთ და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

ტაილანდურად მომზადებული ხორცი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი