სახის კანის ჯადოსნური კრემი- უნიკალური რეცეპტი

125

უნიკალური დამატენიანებელი  კრემი, რომელიც შეამცირებს მიმიკურ ნაოჭებს და გაამკვრივებს სახის კანს. რაც მთავარია მის მომზადებას თავადაც მარტივად შეძლებთ.

ინგრედიენტები კრემისთვის:

ერთი კვერცხის გული;

3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (თუ ნუშის ეთერზეთი გაქვთ მისი გამოყენება უკეთესია);

1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი (დარწმუნდით, რომ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, თუ ალერგიული ხართ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ);

1 ჩ.კ. წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი;

3 ჩ.კ. გულყვითელა (კალენდულა) და გვირილას ნახარში;

2 ჩ.კ. ვაზელინი.

მომზადების და მიღების წესი:

დესერტის კოვზით ფრთხილად მოურიეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს და გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ შუშის თავსახურიან ჭურჭელში. რამდენიმე წუთი მოათავსეთ მაცივარში, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

კრემი მასაჟური მოძრაობით წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი, ხოლო შემდეგ გვირილის ნახარშით გაზავებული კოსმეტიკური ბამბით ან ქაღალდის ხელსახოცით მსუბუქი მოძრაობით მოიშორეთ კრემის ის მასა, რაც კანმა არ შეიწოვა.

კომენტარი