გათავისუფლდით პიგმენტური ლაქებისგან და ნაოჭებისგან ყელის და დეკოლტეს მიდამოებში მარტივად, ხალხური ნიღბის დახმარებით

267

კანზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნის არაერთი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ეპილაცია, მზის სხივების ზემოქმედება, სუნამოს გამოყენება და ა.შ.

როგორც წესი, ის ჩნდება ყელის, სახის და დეკოლტეს არეში. არსებობს არაერთი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც შექმნილია ლაქების მოსაშორებლად, თუმცა შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს.

ჩვენ გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ პიგმენტური ლაქების მოშორებასა და ნაოჭების გაქრობაში.

აუცილებელი ინგრედიენტები და რაოდენობა:

ზეითუნის ზეთი- 1 ს.კ.

მარილი- 1 ს.კ.

საკვები სოდა- 1 ს.კ.

მომზადების და მიღების წესი:

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთი მასის მიღებამდე. ნარევი 20 წუთის განმავლობაში წაისვით იმ მიდამოებში, სადაც ლაქები გაქვთ, ხოლო შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ძალიან სასარგებლოა პიგმენტური ლაქების გასაქრობად. ამისათვის დაგჭირდებათ: თეთრი თიხა, ლიმონი და რძე.

თიხა მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ლიმონი, რძე და კარგად მოურიეთ. ნარევი 15 წუთი წაისვით პიგმენტაციით დაფარულ ადგილებზე, ხოლო შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით.

რეკომენდაციები:

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ, სანამ ლაქები არ გაქრება.

მკურნალობის პროცესში მოერიდეთ მზის სხივების ზემოქმედებას, სასურველია გარეთ გასვლამდე წაისვათ მზის დამცავი კრემი.

დალიეთ ბევრი წყალი და მიირთვით E ვიტამინით მდიდარი საკვები.

საკვებ რაციონში დაამატეთ ზღვის მარილი, უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო რძეს და ზეითუნის ზეთს.

კომენტარი