ესპანური ტორტილია- ნოყიერი და გემრიელი საუზმე მთელი ოჯახისთვის

89

ესპანელები ტორტილიას საუზმეზე მიირთმევენ. ხახვს, კვერცხს და კარტოფილს ისინი ხშირად უმატებენ სხვა ბოსტნეულსაც, ან ხორცს. ამ კერძის მომზადება სულაც არ არის რთული და ამ რეცეპტის დახმარებით, ამაში დარწმუნდებით. 

ინგრედიენტები:
– 1 ც. ხახვი
– 5 ც. კარტოფილი
– 5 კვერცხი
– 5 ს/კ ზეითუნის ზეთი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 5 გ როზმარინი
– 1 მწიკვი ჯავზი

მომზადების წესი:
1. გარეცხეთ, გაფცქვენით და თხელ ნაჭრებად დაჭერით კარტოფილი. სახამებლის მოსაშორებლად მას წყალი გადაავლეთ, შემდეგ კი, გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით. ხახვი მრგვალად დაჭერით. 

2. შეწვით ხახვი ტაფაზე, დაამატეთ კარტოფილი და მოამზადეთ 10-15 წუთის განმავლობაში. 

3. 5 კვერცხი ათქვიფეთ. როზმარინის ფოთლები დააქუცმაცეთ. მზა კარტოფილს მარილი, შავი პილპილი, ჯავზი და როზმარინი მოაყარეთ. 

4. მზა კარტოფილი ათქვეფილ კვერცხებს შეურიეთ. მიღებული ნარევი ტაფაში გადაასხით. შეწვით ტორტილია 3-4 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე თავსახურის ქვეშ. შემდეგ, ომლეტი გადმოაბრუნეთ და მოამზადეთ კიდევ 3 წუთის განმავლობაში თავსახურის გარეშე. ტორტილია მზად არის.

შეგიძლიათ ტორტილია ღუმელშიც მოამზადოთ. ამისთვის ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით, ათქვიფეთ 5 კვერცხი, დაამატეთ ხახვი და კარტოფილი და ინგრედიენტები ფორმაში გადაასხით. მოამზადეთ კერძი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი