თმის ცვენის შესაჩერებელი ხალხური მეთოდით დამზადებული ნიღაბი

83

თმის ცვენა– არაერთი ადამიანის პრობლემაა. განსაკუთრებით შესამჩნევია გაზაფხულის და შემოდგომის დასაწყისში. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა გამზადებული პროდუქტი ხშირ შემთხვევაში შეიცავს ქიმიკატებს, რამაც შესაძლოა უკუჩვენებები გამოიწვიოს.

ჩვენ მოვიძიეთ ხალხური მეთოდით დამზადებული თმის ცვენის საწინააღმდეგო რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც არაერთხელ ნაცადი და ეფექტურია.

სამკურნალო ნატურალური საშუალებები:

აბუსალათინის ზეთი თმისთვის

აბუსალათინის ზეთი შეიცავს ამინმჟავას, რომელიც აღადგენს თმის ფოლიკულებს, გაამაგრებს თმის ძირებს. გარდა ამისა, ათანაბრებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ებრძვის ქერტლს.

აბუსალათინის ზეთი საუკეთესო პროდუქტია თმის სტრუქტურის აღდგენისთვის.

თაფლი და კვერცხის გული

თაფლი ამაგრებს თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას და კვებავს თავის კანს. კვერცხის გული შეიცავს ვიტამინებს, პროტეინებს და ცხიმოვან მჟავას, მათ შორის ვიტამინ Е -ს. გარდა ამისა, ცილაში შემავალი ლეციტინი,  თმას გახდის მორჩილს და რბილს.

როგორ მოვამზადოთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი

2 კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ცალი კვერცხის გული და 1 ს.კ. თაფლი აურიეთ ერთი მასის მიღებამდე. მიღებული ნარევი წაისვით თმის ძირებში და გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე.  თავზე დაიფარეთ აბაზანის ქუდი და ნიღაბი გაიჩერეთ 2-4 საათი.

დროის გასვლის შემდეგ თავი დაიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნიც.

ეფექტის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ. შედეგით აღფრთოვანებულნი დარჩებით.

კომენტარი