გარგარის ჩირის ნაყენი შეშუპებული ფეხების სამკურნალოდ

102

თუ ფეხები ხშირად გისივდებათ, სამკურნალოდ ხალხური მეთოდით დამზადებული ეფექტური ნაყენი დაგეხმარებათ.

მისი მომზადება ძალიან მარტივია:

როგორ მოვამზადოთ ფეხების შეშუპების საწინააღმდეგო ნაყენი?

50 გრამ  გარგარის ჩირს (კურაგა) დაასხით  1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3-4 საათი, გაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ დღეში ორჯერ- თითო ჯერზე ნახევარი ჭიქა. შედეგი ეფექტური და გარანტირებულია.

gargari

გარგარის ჩირს აქვს შარდმდენი ეფექტი. მისი დალევა სასარგებლოა სხვადახვა დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია შეშუპებასთან. მაგალითად, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის დაავადებების დროს.

გამომშრალი გარგარი შეიცავს კალიუმს, კაროტინს, ფოსფორს, კალცის, ვიტამინ B5-ს და რკინას, ხოლო პექტინის შემცველობა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორ მუშაობას.

შენიშვნა: უნდა აღინიშნოს, რომ ფეხების შეშუპება შესაძლოა სერიოზული დაავადების მანიშნებელი იყოს, ამიტომ აუცილებელია იცოდეთ ამის გამომწვევი მიზეზი, რაშიც სპეციალისტების დახმარება დაგჭირდებათ.

კომენტარი