როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებულ თვალებს?

148

რა იწვევს თვალების შეშუპებას?  ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, არასაკმარისი ძილი, ჰორმონალური დარღვევა და სხვა.

მკურნალობა: თვალებზე დაიდეთ შავი ჩაის ქისები, რომელსაც წინასწარ თბილ წყალში დაალბობთ, ნიახურის წყალში ან გვირილის ჩაიში დასველებული ბამბა ან მარლაში გამოკრული წვრილად დაქუცმაცებული კარტოფილი  (1 ჩ.კ. დაქუცმაცებული კარტოფილი ერთ თვალზე). ჩამოთვლილი საშუალებებიდან ნებისმიერი გაიჩერეთ დახუჭულ თვალებზე 20 წუთის განმავლობაში. პროცედურის პერიოდში თვალის უპეები დაიმასაჟეთ მსუბუქი და ნელი მოძრაობით, ხოლო შემდეგ იგივე მოძრაობა გაიმეორეთ თვალის ზემოთ.

მასაჟი ხელს შეუწყობს ლიმფური სითხეების გადინებას.

საკვები დანამატები: ყოველ დღე დალიეთ 1000 მგ. ვიტამინი С. ასევე, მიირთვით შავი ქიშმიში და ლეღვი.

კომენტარი