მადის აღმძვრელი საუზმე ხაჭოთი და გარგარის ჩირით

200

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი უარს ამბობს ხაჭოზე? მოამზადეთ გემრიელი საუზმე ამ რეცეპტით, რომლის გემო ყველას მოეწონება. ხაჭოს ოპტიმალური ცხიმიანობა, ამ შემთხვევაში 5-9% უნდა იყოს.

ინგრედიენტები:
– 8 ც. გარგარის ჩირი (50 გ)
– 400 გ ხაჭო
– 1 კვერცხი
– 2-3 ს/კ შაქარი
– 1 მწიკვი მარილი
– 2-3 ს/კ ფქვილი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მანანის ბურღულით)
– ნაღების კარაქი გემოვნებით
 
მომზადების წესი:
გარგარის ჩირს წყალი გადაავლეთ. ამის შემდეგ, ამ ინგრედიენტს წყალი დაასხით- ის უნდა დარბილდეს. 

ჩირი გააშრეთ და დააქუცმაცეთ. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, დაქუცმაცებული ჩირი, შაქარი, 1 კვერცხი, მარილი და ფქვილი. 

მიღებულ მასას რულეტის ფორმა მიეცით და პორციულ ნაჭრებად დაჭერით. 

შეწვით მომავალი საუზმე კარაქში ნელ ცეცხლზე ორივე მხრიდან, ან გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მომზადებამდე. მიირთვით მურაბასთან, შედედებულ რძესთან, ან თაფლთან ერთად. 

კომენტარი