როგორ მოვიშოროთ შავი წრეები თვალის ირგვლივ?

60

თვალის ირგვლივ შავი წრეებს არაერთი დაავადება იწვევს. მაგალითად, ანემია, იმუნიტეტის დაქვეითება, არასაკმარისი ძილი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჰორმონალური დარღვევა, შფოთვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა.

ამ პრობლემის მიზეზი შესაძლოა გახდეს არასწორი კვებაც. მაგალითად,  ცხიმის ჭარბი რაოდენობით მიღება, გაყინული და დაკონსერვებული საკვები, ლობიო, მიწისთხილი, სალათის ფურცლები და ა.შ.

როგორ განვიკურნოთ თვალის გარშემო არსებული წრეებისგან?  დროთა განმავლობაში ზურგით დაწექით მყარ ზედაპირზე და ფეხები კედელს მიაბჯინეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

გარდა ამისა, ვარდის წყალში, ლეღვის წვენში ან პიტნის გაწურული ფოთლების წვენში  დაასველეთ ორი კოსმეტიკური ბამბა, დაიდეთ თვალებზე და დაწექით 5-10 წუთი.

ასევე შეგიძლიათ თვალის გარშემო კანზე დაიდოთ პიტნის ფოთლები და 5-10 წუთი დაწვეთ.

ძილის წინ ზაფრანის ან ნუშის ზეთით  თვალის გარშემო კანი ფრთხილად დაიმასაჟეთ.

კომენტარი