ადამიანების საიდუმლო, რომლებიც ხნიერ ასაკშიც ახალგაზრდულად გამოიყურებიან : 3 რეცეპტი

68

გაახალგაზრავება- ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით- ყოველი შემთხვევისთვის ეს შეუძლებელია, თუმცა საუკუნოვანიმა  გამოცდილებამ დააგროვა უამრავი რეცეპტი და რეკომენდაცია, რომლებიც ადამიანს ხელს შეუწყობს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და ახალგაზრდული იერი.

პირველი ვერსია- თაფლის, ლიმონის და ნივრის რეცეპტი

ნახევარ ლიტრ  თაფლს დაუმატეთ  ორი ლიმონი კანიანად, ორი თავი გატარებული ნიორი წვენიანად და კარგად მოურიეთ.  ნარევი მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერ, სანამ მასა სრულიად არ დამთავრდება.

მეორე ვერსია- თაფლის, ლიმონის და ნივრის ნარევი

იგივე პროდუქტების განსხვავებული რაოდენობა.

1 ლიტრიან თაფლს დაუმატეთ 10 ლიმონის წვენი, ხორცსაკეპში გატარებული 10 თავი ნიორი, კარგად მოურიეთ და თავდახურული დატოვეთ ერთი კვირა.

ნარევი მიიღეთ 4 ს.კ. დღეში ერთხელ.

მითითებული რაოდენობა 2 თვის მარაგია.

როგორც ამ რეცეპტის ენთუზიასტები გვარწმუნებენ, გაახალგაზრდავება- გაჯანსაღება ღრმად მოხუცებულ და უძლურ  ადამიანებსაც  შეუძლიათ.

ვერსია მესამე- ნივრის და თაფლის ბალზამი

კიდევ ერთი ვარიანტი იგივე პროდუქტების კომბინაციით: 10 ლიმონს გააცალეთ კანი და გაწურეთ.

10 თავი საშუალო ზომის ნიორი დაყავით კბილებად, გაწმინდეთ და დააქუცმაცეთ ან გახეხეთ ისე, რომ გამოვიდეს ფაფისმაგვარი მასა.

ნივრის ფაფა, ლიმონის წვენი დაუმატეთ 1 კგ. ნატურალურ თაფლს და კარგად მოურიეთ. მიღებული ბალზამი მიიღეთ 20 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, 1 ჩ.კ. ჭამის წინ.

 

კომენტარი