მარტივად მოსამზადებელი სალათა- იდეა ვახშმისთვის

95

ინგრედიენტები:
– 2 ც. კიტრი
– 1 ც. ბულგარული წიწაკა
– 200 გ დაკონსერვებული სიმინდი
– 2 ც. ხახვი
– 200 გ ძეხვი სალიამი
– 3 ს/კ მაიონეზი
– 1 ს/კ ძმარი
– 200 მლ წყალი
– 1 ც. სტაფილო

მომზადების წესი:
1. გაფცქვენით და მრგვალად დაჭერით ხახვი, მას წყალი დაასხით, დაამატეთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი და ცოტა ხნით დატოვეთ. 
2. გარეცხეთ, ხაზებად დაჭერით ბულგარული წიწაკა და 2 გაფცქვნილი კიტრი. თხლად დაჭერით ძეხვი. გაფცქვენით და გახეხეთ სტაფილო. ხახვი მარინადიდან ამოიღეთ და წყალი გადაღვარეთ. 
3. გადაიტანეთ ყველა ინგრედიენტი დიდ თეფშზე, დაამატეთ მაიონეზი და სალათას მოურიეთ. 

კომენტარი