რატომ არის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვაშლი? ამ ხილის რამდენიმე სასარგებლო თვისება

138

ხშირად ვამბობთ ისეთი პროდუქტების მიღებაზე უარს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

მათ შორისაა, ისეთი მნიშვნელოვანი ხილის სახეობა,როგორიცაა-ვაშლი:

სიცოცხლის ხანგრძლივობა

2011 წელს, ამერიკელი სპეციალისტების მიერ  ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველების, რომლებიც ვაშლით იკვებებოდნენ, სიცოცხლის ხანგრძლივობა   10 %-თი მეტი იყო, ვიდრე ისინი ვინც ვაშლს საერთოდ არ ჭამდა.

გარდა ამისა, ის ცხოველები, რომლებიც ვაშლით იკვებებოდნენ მეტად აქტიურები იყვნენ.

მეხსიერების გაუმჯობესება

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაშლის ხშირი მიღება თავის ტვინში ზრდის ნეიტროტრანსმიტრის აცეტილქოლინის  გამომუშავებას.

ეს არის მრავალფუნქციური ნივთიერება, რომლის ერთ-ერთი ამოცანაც ნეიროპლაცტიურობის მოდულაციაა. ეს ნივთიერება  უზრუნველყოფს ტვინის უნარიანობას- შეცვალოს და დაგეგმოს ახალი სტრუქტურები.

ტვინში აცეტილქოლინის მომატება, მეხსიერების გაუმჯობესებას იწვევს. ასევე, ხელს უშლის ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.

ინფარქტის რისკის შემცირება

ვაშლის შემადგენლობა ამცირებს LDL -ჰოლესტერინს (ცუდი ქოლესტერინი)  23 %-ით.

ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის მქონე პაციენტების მკურნალობის შედეგი,  ჩვეულებრივი წამლებით მცირდებოდა 18-50 %-ით, თუმცა ამას ერთვოდა სხვადახვა გვერდითი მოვლენები. ვაშლს – LDL -ჰოლესტერინის შემცირება,  გვერდითი მოვლენების გარეშე შეუძლია.

სიმსივნური დაავადებების რისკის შემცირება

ჰავაის კვლევის შედეგების მონაცემებით, არსებობს კორელაცია ვაშლის მიღებასა და ფილტვის სიმსივნის განვითარებას შორის.

ცდებით გაირკვა, რომ ვაშლის ხშირი მიღებისას  ფილტვის სიმსივნის რისკი 40-50%-ით მცირდება.

ამ მხრივ ვაშლის დადებითი თვისება შესაძლოა აიხსნას მის შემადგენლობაში მაღალი ანტიოქსიდანტების მაჩვენებლით. ეს ადამიანის ორგანიზმში გარკვეული პროცესების ბლოკირებას ახდენს, რომლებიც ხელს უწყობენ ფილტვის სიმსივნის განვითარებას.

კომენტარი