ორიგინალური სალათა „ლორდი“- სტუმრები შეაფასებენ

125

მარტივად მოსამზადებელი სალათა, რომელიც სადღესასწაულო სუფრას გააფორმებს. ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ ოჯახის წევრებისთვისაც.

ინგრედიენტები:

მოხარშული საქონლის ხორცი- 250 გრ.

კვერცხი- 2 ცალი;

კიტრი- 1 ცალი;

ხახვი- 1 -2 ცალი;

რძე- 2 ს.კ.

მაიონეზი ან არაჟანი;

ფქვილი- 1 ს.კ.

მწვანილი, მარილი- გემოვნებით.

მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი:

ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და  მოთუშეთ მცენარეულ ზეთში, ხოლო შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დანამეთ ცოტა ძმრით.

ხორცი მოხარშეთ და  დაჭერით გრძელ ნაჭრებად.

კვერცხთან ერთად ათქვეფილ რძეს დაუმატეთ ფქვილი და მარილი. მიღებული მასით გააკეთეთ 2 ბლინის ფენა, გააგრილეთ და დაჭერით გრძელ ნაჭრებად.

კიტრი დაჭერით გრძელ ნაჭრებად.

ჯამში მოათავსეთ თავიდან ინგრედიენტების ნახევარი:  ხახვი, ხორცი, ხორცზე გადაუსვით ცოტა მაიონეზი ან არაჟანი, ხოლო შემდეგ კიტრის ნაჭრები და ბოლოს გრძლად დაჭრილი ბლინი.

ბლინის ზემოდან ისევ გადაუსვით ცოტა მაიონეზი.

ფენები გაიმეორეთ: ხორცი, მაიონეზი, კიტრი, ბლინი და ბოლოს მაიონეზი.

სალათა რამდენიმე წუთი მოათავსეთ მაცივარში, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი