წვნიანი ბოსტნეულით და ხორცით- ნოყიერი, სასარგებლო, გემრიელი

72

თუ გსურთ სადილისთვის ბოსტნეულის წვნიანი მოამზადოთ, ეს რეცეპტი გამოგადგებათ. 

თქვენ დაგჭირდებათ:
– 1 ც. ხახვი
– 1 ც. სტაფილო
– 2 ღერო ნიახური
– ½ ც. წითელი ბულგარული წიწაკა
– 4 ნაჭერი ბროკოლი
– 2 მუჭა გაყინული ბარდა
– 1 კბილი ნიორი
– 8 ც. ხორცის ბურთულა
– მარილი გემოვნებით
– 1 ც. დაფნის ფოთოლი
– 1 ჩ/კ ნაღების კარაქი
– 1,5 ლ წყალი

მომზადების წესი:

1. ბოსტნეული გარეცხეთ, გაფცქვენით და დააქუცმაცეთ. 

2. მოამზადეთ ხორცის ბურთულები. ამისთვის ხორცი (საქონლის, ხბოს, ან ქათმის) ორჯერ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. რძეში პურის ნაჭერი ჩაალბეთ და ფარშს შეურიეთ. დაამატეთ ასევე მარილი და ცოტა რძე. მოხარშეთ ხორცის ბურთულები მომზადებამდე. 
 
3. ნაღების კარაქში შეწვით დაქუცმაცებული ხახვი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ სტაფილო, ნიახური და მოამზადეთ კიდევ 5 წუთი. 

4. დაამატეთ წითელი ბულგარული წიწაკა, 1 წუთში ბროკოლი და ბოლოს კარტოფილი ბარდასთან ერთად.

5. ბოსტნეულს 1,5 ლ ადუღებული წყალი დაასხით და მოხარშეთ ინგრედიენტები თავსახურის ქვეშ, საშუალო ცეცხლზე მომზადებამდე (15-20 წუთი დაგჭირდებათ). წვნიანში მზა ხორცის ბურთულები ჩაყარეთ. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, ნიორი და მარილი. მოამზადეთ წვნიანი კიდევ 3-5 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი