შვრიის სასარგებლო დესერტი ნიგვზით და შავი ქლიავით

98

მოამზადეთ სასარგებლო და გემრიელი დესერტი შვრიის ფანტელებისგან- ეს ძალიან მარტივია. 

საჭირო ინგრედიენტები:
– 150 გ შვრიის ფანტელები (სწრაფი მომზადების)
– 10-12 ც. შავი ქლიავი კურკების გარეშე
– 40-50 გ ნიგოზი
– 3 ს/კ თაფლი
– 120-150 მლ ცხელი ადუღებული წყალი
– ნაღების კარაქი

მომზადების წესი:
1. შავი ქლიავი კარგად გარეცხეთ და ნიგოზთან ერთად დააქუცმაცეთ.

2. შვრია შეწვით მშრალ ტაფაზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. 

3. შეურიეთ ერთმანეთს შვრია, ნიგოზი, შავი ქლიავი. ნელ-ნელა დაამატეთ წყალი და მასას მოურიეთ. 

4. ინგრედიენტებს თაფლი შეურიეთ. 

5. ცხობის ქაღალდს ნაღების კარაქი წაუსვით და მასზე შვრიის ცომი გადაიტანეთ. მოამზადეთ 160 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი