ხაჭოს სუფლე- ნაყინის შესანიშნავი ალტერნატივა

165

ეს დესერტი იდეალურია ცხელი დღეებისთვის, მისი მომზადება კი, მარტივია. 

საჭირო ინგრედიენტები:
– 200 მლ რძე
– 130 გ ნაღების კარაქი
– 250 გ ხაჭო
– 70 გ შაქარი
– 10 გ ჟელატინი
– 5 ს/კ წყალი
– 150 გ მარწყვი
– 100 გ ბანანი
– ვანილის შაქარი, შავი შოკოლადი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. რძეს რბილი ნაღების კარაქის ნაჭრები დაუმატეთ და ათქვიფეთ 5-7 წუთის განმავლობაში ბლენდერით, ან მიქსერით. მიღებული მასა კონტეინერში გადაასხით და 20 წუთით საყინულეში ჩადეთ. 

2. გახსენით ჟელატინი შეფუთვაზე არსებული ინსტრუქციის მიხედვით. ბლენდერით შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო და ორივე სახეობის შაქარი.

3. მარწყვი კუბიკებად დაჭერით. ხაჭო კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, დაამატეთ ჟელატინი და თქვეფა განაგრძეთ. 

4. მიქსერით ათქვიფეთ რძის და კარაქის ნარევი- ჯერ დაბალ, შემდეგ კი, მაქსიმალურ სიჩქარეზე. დაამატეთ ხაჭოს ნახევარი, მოურიეთ, დაამატეთ დარჩენილი მასა და დესერტი ათქვიფეთ. 

5. მასას მარწყვი, კუბიკებად დაჭრილი ბანანი შეურიეთ. ნარევი თეფშზე, პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ და ჩადეთ მაცივარში 2-3 საათით. მზა სუფლე გახეხილი შოკოლადით და მარწყვით გააფორმეთ.

კომენტარი