ტორტი “არაბული ზღაპრები”- გემო, რომელიც ყველაზე მოახდენს შთაბეჭდილებას!

961

თუ შოკოლადის დესერტები გიყვართ, სცადეთ და მოამზადეთ ეს უგემრიელესი ტორტი სახლის პირობებში. გემო გაგაოცებთ!

ინგრედიენტები:
– 4 ს/კ კაკაო
– 330 გ ნაღების კარაქი
– 350 გ შაქარი
– 2 კვერცხი
– 250-300 გ ფქვილი
– 1 მწიკვი სოდა
– 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 1 ც. ლიმონი
– 4-5 ს/კ მანანის ბურღული
– 200 მლ რძე
– 200 გ შავი შოკოლადი
– მიწის თხილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ვამზადებთ ცომს. ათქვიფეთ 2 კვერცხი 150 გ შაქართან ერთად. დაამატეთ კაკაო და მასას მოურიეთ- ის ერთგვაროვანი კონსისტენციის უნდა იყოს. 

2. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და სოდა. 150 გ ნაღების კარაქი გახეხეთ და მშრალი ინგრედიენტების ნარევს დაუმატეთ. 

3. ორივე მასა ერთმანეთს შეურიეთ- სქელი არაჟნის კონსისტენცია უნდა მიიღოთ. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით. მიღებული ცომის ნახევარი ფორმაში გადაასხით და გამოაცხვეთ 180 °С-მდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. 

4. კორჟს გაცივება აცადეთ და პროცედურა დარჩენილ ცომთან გაიმეორეთ. ყოველი კორჟი ორ ნაწილად გაჭერით. 

5. ლიმონი შუაზე გაჭერით, ცედრა და კურკები მოაშორეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ათქვიფეთ 150 გ რბილი ნაღების კარაქი და 200 გ შაქარი. მასა ლიმონს შეურიეთ. 

6. აადუღეთ რძე, დაამატეთ მანანის ბურღული და მოხარშეთ- სქელი კონსისტენციის ფაფა უნდა მიიღოთ. 

7. ფაფა ლიმონის მასას შეურიეთ. 

8. დიდ თეფშს ცოტა კრემი წაუსვით, მასზე კორჟი გადაიტანეთ, კრემი წაუსვით და ფენები გაიმეორეთ. 

9. შოკოლადი გაალღვეთ. როდესაც ის ცოტა გაცივდება, დაამატეთ 30 გ ნაღების კარაქი, მოურიეთ და მიღებული მინანქარი ტორტს დაასხით. გააფორმეთ დესერტი თხილით, ან გახეხილი შოკოლადით. 

კომენტარი