ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე (ვიდეო რეცეპტი)

247

გემრიელი ტორტი ოჯახის წევრებისთვის და სტუმრებისთვის , რომელსაც ცხობა არ სჭირდება. გარდა ამისა, მის მომზადებას  სულ რაღაც 3 წუთში შეძლებთ.

ინგრედიენტები:

კარაქი 85%- ერთი შეკვრა;

შედედებული რძე- ერთი ქილა;

მოხალული მიწისთხილი (უმარილო)- 100 გრ.

შოკოლადის ბურთულები.

მომზადების წესი:

კრემისთვის: დარბილებული კარაქი ათქვიფეთ და პერიოდულად ფრთხილად დაამატეთ შედედებული რძე.  ასევე, ნარევს დაამატეთ მოხალული მიწისთხილი, შემდეგ შოკოლადის ბურთულები და კოვზით მოურიეთ.

სასურველ ფორმაში დააფინეთ სამზარეულოს ქაღალდი, წაუსვით ცოტა მცენარეული ზეთი და მასში მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ, რათა სიცარიელე არ დარჩეს. ტორტი  მოათავსეთ მაცივარში 3-4  საათი.

დროის გასვლის შემდეგ, ტორტი გამოიღეთ მაცივრიდან და სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

გამზადებული დესერტი გადმოიღეთ ფორმიდან, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და მიიტანეთ სუფრასთან.

დეტალურად იხილეთ ვიდეო რეცეპტი:

კომენტარი