თხელი ბლინები კეფირზე- შესანიშნავი რეცეპტი თქვენთვის!

80

არსებობს მოსაზრება, რომ თხელი ბლინების მომზადება მხოლოდ რძისგან არის შესაძლებელი, ხოლო კეფირი გამოიყენება ალადების გამოცხობისთვის. მაგრამ თუ ცომში ცხელ წყალს დავამატებთ, კეფირით მომზადებული ბლინები თხელი და ძალიან გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები:
– 200 მლ კეფირი
– 125 გ ფქვილი
– 1 კვერცხი
– 100 მლ ადუღებული ცხელი წყალი
– 1/4 ჩ/კ სოდა
– 1 ს/კ მცენარეული ზეთი
– 2 ს/კ შაქარი
– 1 მწიკვი მარილი
– ნაღების კარაქი

მომზადების წესი:
1. შეურიეთ ერთმანეთს კეფირი, ფქვილი, 1 კვერცხი, მარილი და შაქარი. 

2. ცხელ წყალში სოდა გახსენით და ნარევი ცომს დაუმატეთ.  

3. ცომი 3-5 წუთით დატოვეთ. ამ დროს გააცხელეთ ტაფა. ცომს ზეთი შეურიეთ. 

4. ცომი ბლინებისთვის მზადაა!

5. შეწვით ბლინები ტაფაზე ორივე მხრიდან. მზა ბლინებს ნაღების კარაქი წაუსვით. 

კომენტარი