ვანილი კოღოებისგან დაგიცავთ

72

კოღოებისგან თავის დასაღწევად ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ვანილია. ის უნდა გაურიოთ წყალს ან საბავშვო კრემს და წაისვათ კანზე. განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ბუნებაში დროის გატარებას აპირებთ.

გარდა ამისა, წყალში გახსნილი ვანილით შეგიძლიათ დაამუშავოთ ტანსაცმელი. მაგალითად, სპრეის ბოთლში ჩაასხით წყალში გახსნილი ვანილი და დააპკურეთ ტანსაცმელს. შედეგად კოღო აღარ მოგეკარებათ.

ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ ვანილის ხსნარი (ესენცია) და წყალში გაუხსნელად წაისვათ კანზე.

კოღოებისგან თავის დასაღწევად, ხალხური საშუალებებიდან მეტად ეფექტურია ეთერზეთები- დარიჩინის, ევკალიპტის, ლავანდის, ანისულის და ა.შ.  ნებისმიერი მათგანით შეგიძლიათ დაამუშავოთ ფარდა, რათა ფანჯრიდან კოღო არ შემოვიდეს ან უბრალოდ წაისვით კანზე.

იმ შემთხვევაში, თუ კოღომ გიკბინათ, ქავილს და ნაკბენის გაღიზიანებას ცივი კომპრესი მოგიხსნით (მაგ. დაიდეთ ქაღალდში შეხვეული ყინული).

ნაკბენი ადგილი შეგიძლიათ დაიმუშავოთ ძმრით: ძმარი გახსენით წყალში: 1:1.

ნაკბენზე შეგიძლიათ წაისვათ ხახვი, ნიორი, ოხრახუშის გაწურული  ფოთლები ან პიტნა.

კომენტარი