კეფირის სოუსში  გამომცხვარი ქათამი ნებისმიერ სუფრას გააფორმებს (ვიდეო რეცეპტი)

31

ინგრედიენტები:

ქათამი- 1 ცალი (წონა განსაზღვრეთ იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ულუფა გსურთ);

კეფირი- 1 ცალი (0,5 ან 0,7 ლ.);

მარილი, პილპილი – მწიკვი;

სუნელი.

მომზადების წესი:

ქათამი კარგად გარეცხეთ, დაჭერით,  დააყარეთ მარილი, პილპილი და წაუსვით სუნელები.

ქათმის ნაჭრები გადაიტანეთ ღრმა ჯამში და დაასხით კეფირი (ხორცი მთლიანად უნდა დაიფაროს კეფირით).

ქათამი კეფირის მარინადში გააჩერეთ არანაკლებ 2 საათისა, ხოლო შემდეგ მარინადთან ერთად გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 1 საათი (ოქროსფერ შეფერილობამდე).

დეტალურად იხილეთ ვიდეო რეცეპტი:

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი