როგორ გავწმინდოთ ნიჟარის მილი ნადებისგან და ცხიმისგან

180

ამ ხსნარის გამოცდის შემდეგ, არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ ხალხური საშუალება ბევრად ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური ხსნარები.

თუ სახლის ნიჟარა გაიჭედა და წყალი არ გადის, აუცილებელია არ არის მიმართოთ ხელოსანს, სცადეთ თქვენივე  დამზადებული,  არაერთხელ ნაცადი სითხე, რომელიც სრულიად გაწმენდს ნიჟარის და აბაზანის მილებს ჭუჭყისგან.

მილების საწმენდი ხსნარის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

მარილი- 200 გრ.

საფუარი ცომისთვის- 200 გრ.

ძმარი- 150 მლ.

წყალი.

როგორ მოვამზადოთ?

საფუარი და მარილი ერთმანეთს აურიეთ.

ნარევი ჩაყარეთ მილში.

ძმარი ცოტა გაათბეთ და ისიც ჩაასხით გაჭედილ მილში. ქიმიური რეაქციების შედეგად, მილიდან ქაფი ამოვა, თუმცა ეს ნორმალურია.

ბოლოს კი ჩაასხით მდუღარე წყალი. 10- 15 წუთი ონკანი არ მოუშვათ. შედეგად მილი სრულიად გაიწმინდება ნადებისგან.

კომენტარი