კვერცხი ისპანახით- ძალიან გემრიელი და ნოყიერი საუზმე

79

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! 

კვერცხი ისპანახის ფოთლებით- არის უგემრიელესი კერძი, მისი მომზადება კი, ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს.

1 პორციისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
– 25 გ ახალი ისპანახის ფოთლები
– 1 კვერცხი
– 1 ს/კ არაჟანი
– მარილი გემოვნებით
– ნაღების კარაქი

მომზადების წესი:

1. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ისპანახი დააქუცმაცეთ და არაჟანს შეურიეთ. ცხობის ფორმას კარაქი წაუსვით.

2. ფორმაში ისპანახის და არაჟნის ნარევი გადაიტანეთ, გატეხეთ 1 კვერცხი და დაამატეთ მარილი. პატარა ფორმები ღრმა ფორმაში ჩადეთ. დიდ ფორმაში წყალი ჩაასხით (წყალმა პატარა ფორმები ნახევრამდე უნდა დაფაროს) და გამოაცხვეთ მომავალი საუზმე 12-15 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი