ჯანჯაფილის ლიმონათი- ვიკლებთ წონაში გემრიელი და სასარგებლო სასმელით

103

ლიმონათი- არაერთი ადამიანის საყვარელი სასმელი. ოდესმე დაგილევიათ ჯანჯაფილის (კოჭა) ლიმონათი?

ცნობილია, რომ ეს ჯადოსნური მცენარე ჭარბი წონის მოსაშორებლად ძალიან ეფექტურია, ხოლო მომდევნო რეცეპტით მომზადებული სასმელით მიიღებთ ორმაგ სარგებელს- დაიკლებთ წონაში და გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას.

მომზადების წესი:

ორი დიდი ზომის ლიმონი;

ჯანჯაფილის ნატეხი (დაახლოებით 10-15 სმ. ზომის);

ერთი ჭიქა შაქარი (უკეთესი ეფექტისთვის შეამცირეთ მისი რაოდენობა, ეს ნორმაა სტანდარტული ზომის სასმლისთვის);

ორი ლიტრი გაგრილებული დასალევი წყალი.

მომზადების წესი:

1.დაჭრილი ლიმონი და გაწმენდილი ჯანჯაფილი დააბლენდერეთ.

2.დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ სასურველ დასალევ ჭურჭელში და დაუმატეთ წყალი.

3.ნარევს ერთი საათის შემდეგ დაუმატეთ შაქარი.

მიღებული ლიმონათის დალევის წინ, რეკომენდირებულია მისი გაწურვა.

კომენტარი