ფილტვების ანთების და ბრონქების გაციების საწინააღმდეგო ჯადოსნური საშუალება ბებიების მეთოდით

247

„ეს რეცეპტი ბებიამ მასწავლა. თავიდან დაუჯერებლად მეჩვენებოდა,თუმცა მისი გამოყენების შემდეგ შედეგი მოულოდნელი იყო. ამიტომ, ყველას ვურჩევ, ვისაც ქრონიკული ბრონქების პირობლემა აქვს,“- ავტორი.

ძირითადი ინგრედიენტები:

იასამნისფერი ხახვი- 500 გრ.

შაქარი- 500 გრ.

ლიმონი- 2 ცალი;

გაფილტრული წყალი- 1.5 ლ.

ნატურალური თაფლი- 7 ს.კ.

მომზადების და მიღების წესი:

შაქარი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, ამ პერიოდში ურიეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ცოტა შეწვით, დაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ მესამედი წყალი აორთქლდება, ხოლო შედეგ დატოვეთ გასაგრილებლად.

ნარევს დაუმატეთ ლიმონის წვენი, თაფლი, კარგად მოურიეთ და მთელი ღამე დატოვეთ გრილ ადგილას.

მომდევნო დღეს, გაწურეთ ნარევი და გადაიტანეთ შუშის ქილაში.

ნაყენი მიიღეთ 1 ს.კ. ყოველი ჭამის წინ, სანამ ეფექტი შესამჩნევი არ იქნება.

შენიშვნა: შინაური მეთოდით დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს მიღებამდე,  აუცილებელია კონსულტაცია მიიღოთ ექიმისგან.

კომენტარი