ბალზამი „ოქროს ვარსკვლავის“ გამოყენების რამდენიმე უჩვეულო და ეფექტური ხერხი

258

ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დიდი ხნის განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მას დღესაც გამოიყენებენ გაციების, ხველების და ჯანმრთელობის პრობლემების დროს.

ეს უნივერსალური საშუალებაა, რომლის გამოყენებაც არა მარტო გაციების დროს, არამედ სხვა პრობლემის შემთხვევაშიც შეგიძლიათ.

და აი, „ოქროს ვარსკვლავის“ სხვა სასარგებლო თვისებები:

სასიამოვნო არომატი სახლში: იმისათვის, რომ ოთახებში სასიამოვნო სუნი იყოს,  ჰაერის გამწმენდ აპარატში ცოტა ბალზამი დაამატეთ.

არბილებს ფეხის ქუსლებს: ბალზამის თხელი ფენა წაისვით ქუსლებზე, ჩაიცვით წინდები და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. მეორე დღეს დაიბანეთ ფეხები და მოიშორეთ მკვდარი კანი პემზას დახმარებით. პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ და თქვენი ქუსლები ბავშვის კანივით რბილი გახდება.

თავის ტკივილის წინააღმდეგ:  „ოქროს ვარსკვლავის“  თხელი ფენა წაისვით  შუბლზე და საფეთქელზე.

შინაური ცხოველების მოსაქმების ადგილი: ცოტა ბალზამი წაუსვით იმ ადგილზე, სადაც თქვენი შინაური ცხოველი ხშირად ისაქმებს და ძაღლი/კატა ამ ადგილს სუნის გამო მოერიდება.

მწერების წინააღმდეგ: არაერთი მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალება იყიდება, ამიტომ ამის მაგივრად გამოიყენეთ „ოქროს ვარსკვლავი“ , რომელიც კოღოებს, ბუზებს და სხვა შემაწუხებელ მწერებს ტერიტორიიდან მოაშორებს.

ფეხის სოკოს სამკურნალოდ: ბალზამი ყოველ საღამოს წაისვით ფეხის ბრჩხილებზე, სადაც სოკოვანი ინფექცია განვითარდა.

ანთებითი პროცესის და ინფექციის წინააღმდეგ: ჭრილობის შემთხვევაში წაისვით ბალზამის თხელი ფენა, რათა არ წავიდეს ინფექცია და ანთებითი პროცესი.

დაიცავით ავეჯი კატისგან: კატებს მოსწონთ ავეჯთან თამაში, ამიტომ მათი გართობა დაკაწრული სავარძლით, სკამით, თუ სხვა დაზიანებული ავეჯით მთავრდება. ამ შემთხვევაში დატოვეთ ბალზამი თავახდილი იმ ადგილას, სადაც კატა ავეჯს ხშირად აზიანებს.

კუნთების და ზურგის ტკივილის დროს:  ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“  ეფექტურად ხსნის კუნთების და ზურგის ტკივილს. წაისვით მტკივნეულ ადგილზე ბალზამი, რის შედეგადაც ტკივილის შეგრძნება მკვეთრად შემსუბუქდება.

ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას: ბალზამი ყოველ დღე  წაისვით იმ ადგილზე, სადაც კუნთი დაჭიმული გაქვთ და ორ კვირაში ეფექტი გარანტირებულია.

კურნავს ჩალურჯებულ მიდამოებს: დაბეჟილ ადგილზე წაისვით „ოქროს ვარსკვლავი“ და მოკლე დროში ის გაქრება.

კომენტარი