ტანსაცმლის მოდელები, რომლებიც თქვენს ტანადობას გაუსვამენ ხაზს

105

ალბათ, ძალიან ბევრ მანდილოსანს სურს იდეალურად გამოიყურებოდეს. ამისთვის, ისინი დადიან ფიტნესზე, იცავენ მკაცრ დიეტებს, მიმართავენ სხვადასხვა პროცედურას, მაგრამ ხშირად, ამ ყველაფრის შემდეგაც კი, ბევრი შედეგით უკმაყოფილო რჩება. საინტერესოა, მაგრამ ზოგჯერ, ამის მიზეზი არასწორად შერჩეული გარდერობია. უნივერსალური ნივთები, რომელთა შესახებ დღეს მოგიყვებით, ქმნიან ოპტიკურ ილუზიას, რის შედეგადაც უფრო გამხდრები ვჩანვართ. 

ჯინსი-ბოიფრენდები

შარვლის ეს მოდელი ფარავს იმას, რისი დაფარვაც აუცილებელია და აკეთებს აქცენტს სხეულის მიმზიდველ ნაწილებზე.

სამოსი ვერტიკალური ხაზებით

ვერტიკალური ხაზები სხეულს დახვეწილს და ტანადს ხდიან. 

კაბა-“მიდი”

კაბა, რომლის სიგრძე მუხლების ქვემოთ მთავრდება, თეძოებს ვიზუალურად უფრო ვიწროს ხდის. შეარჩიეთ მუქი ფერის ქსოვილი და მოერიდეთ ჯიბეებს და ნაქარგს.

ასიმეტრიული კაბები

ასეთი კაბა ლუქს ელეგანტურს და ამავე დროს სექსუალურს გახდის. 

შარვალი მაღალი წელით
ასეთი შარვალი ფეხების სიგრძეს უსვამს ხაზს. 

კრემისფერი ფეხსაცმელი
ეს კლასიკაა!

კომენტარი